TaoNews.Ge

გიორგი მიქაუტაძე: ბავშვი ვიყავი, როცა საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი

საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ walfoot.be-სთან ისაუბრა:
“არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოს ნაკრების ვარიანტი ძალიან მალე გამოჩნდა. დიდხანს აღარ მიფიქრია, როცა ვილი სანიოლმა დამირეკა და მესაუბრა. მან მითხრა, რომ დიდხანს მაკვირდებოდა და მოსწონდა ჩემი თამაში: მობილურობა, სისწრაფე, კარში დარტყმა და უნივერსალიზმი. ამან ძალიან გამახარა. ოჯახში ყველა ამაყობს ჩემით. ახლა ყველაფერს გავაკეთებ, ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი. ასე რომ, ეს დიდი პატივია და მე ამით ვამაყობ. ახლა, როცა გამოძახებული ვარ, ყველაფერს გავიღებ გუნდისთვის. ძალიან რთული მატჩები გველის შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!