TaoNews.Ge

გიორგი კანდელაკის შვილი ხვალ საპატიმროს დატოვებს

გიორგი კანდელაკის შვილი ხვალ საპატიმროს დატოვებს

მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილი ხვალ საპატიმროს დატოვებს. თარაშ კანდელაკს წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, საქმის განხილვა კი ამ ვადაში ვერ მოესწრო, შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე  მისი პატიმრობაში დატოვების უფლება აღარ აქვს.

კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან. თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 2020 წლის 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა კი გასული წლის ზაფხულში, 8 ივნისს, რესტორან “ჟოზეფში” მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები სწორედ თარაშ კანდელაკმა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!