TaoNews.Ge

გიორგი გიგაური-სამშობლოს გამყიდველებო, რაღატომ ტბორავთ საქართველოს?!

გიორგი გიგაური-სამშობლოს გამყიდველებო, რაღატომ ტბორავთ საქართველოს?!

სამშობლოს გამყიდველებო, რაღატომ ტბორავთ საქართველოს?!-აღნიშნული სათაურით  იწყებს თავის პუბლიკაციას ასავალ-დასავალის ჟურნალისტი გიორგი გიგაური, რომელიც ჰესებთან დაკაცშირებით საქართველოს ხელისუფლებას  პოზიციის გადახედვას ურჩევს.
,,გორთან აშენებულმა ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა”, რომელიც სულ ექვსი ტურბინისაგან შედგება, ერთ თვეში, დაახლოებით, 6 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა.
1 კილოვატი კი 6,8 ცენტი ჯდება!
შედარებისათვის, ნამახვანჰესის დენს ამუშავებისთანავე ერთ კილოვატს 6,2 ცენტად (დაახლოებით, 20 თეთრად) მოგვყიდიან, ფასის ყოველწლიური 3%-იანი ზრდით – ანუ კილოვატი 30 თეთრი ეღირება!
ანუ ნამახვანჰესის დენი ქარის ენერგიაზე ძვირი დაჯდება!
გლობალური ქარის ენერგიის საბჭოს ანგარიშით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრეები 2.1 ტვტ-ს მიაღწევს, რაც მსოფლიო ელექტროგენერაციის 20%-მდე იქნება.
2030 წლისთვის ჩინეთში ქარის ენერგოსიმძლავრეები 666,5 გვტ-ს მიაღწევს, აშშ-ში – 414 გვტ-ს; ევროპაში – 399 გვტ, ხოლო ინდოეთში – 163 გვტ-ზე მეტს.
ამას დაუმატეთ მზის ენერგიის პერსპექტოვები საქართველოსნაირი სამხრეთული ქვეყნისათვის…
სპეციალისტთა აზრით, საქართველოში არსებული ჰესების რეაბილიტაციით, მათი წარმადობა 30%-ით გაიზრდება!
ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა:
სამშობლოს გამყიდველებო, რას ტბორავთ ჰესებით საქართველოს სამოთხეს?!” განაცხადა გიორგი გიგაურმა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!