TaoNews.Ge

გიორგი გახარია –  “უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია”

გიორგი გახარია: „ოცნების დღევანდელმა ბოსებმა მოახერხეს სახელმწიფო აპარატის, ინსტიტუტების სრული დეგრადაცია

პარტია ,,საქართველოსთვის“ რეგიონებში ახალი ოფისების გახსნასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გიორგი გახარიამ ახალი ოფისი ქობულეთში გახსნა. გახარიამ მედიის შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის მედიის კითხვას გორსა და აჭარაში პოლიციასა და სხვა საჯარო სტრუქტურებში საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე.
„არა მხოლოდ გორში და აჭარაში – ბევრგან, სადაც კი რიგითი ადამიანები –  საჯარო მოხელეები გამოხატავენ ელემენტარულ სიმპათიას ჩვენს მიმართ, ჩვენი იდეოლოგიის, ჩვენი გეგმების მიმართ – სახელმწიფო მანქანა მაშინვე იწყებს მუშაობას.  ნუ სამწუხაროა. ბოლო პერიოდში რამოდენიმე შემთხვევა ხდება  როდესაც კერძო ბიზნესებშიც არიან ჩარეულები. ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა.  ჩვენ არავისი არ გვეშინია, უბრალოდ იმედგაცრუებაა ის. როდესაც ოცნება და ოცნების დღევანდელი ხელმძღვანელობა ზუსტად იგივე ინსტრუმენტებს იყენებს, რასაცა 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა უკეთებდა მას. სახელმწიფო აპარატს და განსაკუთრებით ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, პოლიცია, სუსი – ამ ყველაფერს იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას facebook-ზე ლაიქი გაუკეთა. დაუჯერებელია, წარმოუდგენელია უბრალოდ. მადლობა ღმერთს რომ შუქის ჩაქრობას გაცდნენ უკვე“ – ამბობს გახარია.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების დღევანდელმა ხელმძღვანელობამ სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია მოახერხა და თუ დღეს სახელმწიფო აპარატი რაიმე პოზიტიურ ფუნქციას ასრულებს – ეს მხოლოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების დამსახურებაა.
„მესმის თითოეული საჯარო მოხელის, უდიდესი სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მათ. ოცნების დღევანდელმა ბოსებმა მოახერხეს საერთოდ სახელმწიფო აპარატის, დღევანდელი ინსტიტუტების მდგომარეობის, ინსტიტუტების სრული დეგრადაცია. სახელმწიფო აპარატი დღეს რაიმე ფუნქციას თუ ასრულებს – ეს არის იმ რიგითი საჯარო მოხელეების -კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების დამსახურება, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ემსახურებიან ამ ქვეყანას, არიან თავის ადგილზე და განაგრძობენ კეთილსინდისიერ მსახურებას. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საჯარო მოხელე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ვინ არის ოპოზიციაში და ვინ არის მმართველი პარტია. ის რაც დღეს ხდება  უბრალოდ გასაკვირია –  ამაში არაფერი საშიში არ არის და ვერავის შეაშინებენ რა თქმა  უნდა, მაგრამ ცდილობენ და ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი “ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!