TaoNews.Ge

გიორგი გახარია – “მალე შევხვდებით, არსად წასვლას არ ვაპირებ”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. როგორც მან წავკისში მდებარე აგარაკთან ჟურნალისტებს განუცხადა, არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

“მალე შევხდებით. ყველა კითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა” – უთხრა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს.

“მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”. – განაცხადა გახრაიამ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!