TaoNews.Ge

„გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს“ – ანა ბუჩუკური

„გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს“ – ანა ბუჩუკური

„გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ამნისტიის შესახებ პუნქტი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ჩაიწერა, ხოლო რაც ახლა პარლამენტში ამ კანონპროექტის გარშემო ხდება, არა შეთანხმება, არამედ გაურკვევლობაა.

„მთავარი არის ის, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ამნისტიას უნდა მომხდარიყო რათა დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. ყველას თავისი ვარიანტი აქვს, ეს არ არის შეთანხმება, ეს არის რაღაც ჩამოუყალიბებელი გაურკვევლობა“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!