TaoNews.Ge

გივი ვანიშვილი, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი ხანია, ღირსეულად წარმოადგენს ქართველ ხალხს ჩვენს ძმურ რუსეთში-გულბაათ რცხილაძე

გივი ვანიშვილი, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი ხანია, ღირსეულად წარმოადგენს ქართველ ხალხს ჩვენს ძმურ რუსეთში-გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტის არაერთი პროექტის აქტიური მონაწილე და ჩემი პირადი მეგობარი გივი ვანიშვილი, შემიძლია ვთქვა, გახდა საქართველოს ნამდვილი სახალხო დესპანი რუსეთში.

ფაშისტოიდური კიევის რეჟიმის მხარეს რამდენიმე ასეული საქართველოს წარმომადგენელი ომობს – ძირითადად, დიდი ფულის საშოვნელად წასული ყოფილი ძალოვნები, თუმცა მათ შორის სააკაშვილის ასეთივე ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ჯალათებიც არიან, რომელიც საქართველომ თავად, რაიმე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გარეშე, მოიშორა 2012 წელს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში „იდეური“ მებრძოლები ერთეულები არიან. მიუხედავად ამისა, ეგრეთ წოდებული „ქართული ლეგიონი“ მუდამ ფიგურირებს ახალ ამბებში და მსოფლიოში და, განსაკუთრებით, რუსეთში, ქართველების იმიჯს ამახინჯებს.

სინამდვილეში ქართველი სამხედროები, ძირითადად, არასოდეს იყვნენ განწყობილნი რუსეთისა და რუსების წინააღმდეგ. მე ვიცნობ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ომების არაერთ ვეტერანს და შემიძლია განვაცხადო, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი რუსოფობია არ ახასიათებს.

მაგრამ, ეს ცოტაა. შინაგანად მე მინდოდა, დამენახა ქართველი მოხალისეები რუსეთის მხარეს, რადგანაც კიევის რეჟიმის ჯარების შემადგენლობაში გამოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები. განსხვავებით კიევის რეჟიმისგან, რომლის მხარესაც თუნდაც ორიოდე ასეული ქართველებისა ომობს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საქართველოს მოქალაქე მოხალისეები შემჩნეულნი არ ყოფილან. ნაცნობი ჟურნალისტები მეუბნებიან, რომ მაინც არის რამდენიმე ასეთი ადამიანი, თუმცა მათ შესახებ არაფერი ისმის. ვფიქრობ, რომ დადგა დრო, რათა საქართველომ გაიცნოს თავისი გმირები. ყოველ შემთხვევაში, ერთ ასეთ კაცს მე ვიცნობ – ეს გახლავთ გივი ვანიშვილი.

გივი, პროფესიონალი სამხედრო პოდპოლკოვნიკის რანგში, თავის სახეს არ მალავს. იგი დიდხანს მეხვეწა, რომ დავხმარებოდი რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრაში, სადაც იგი უკვე თავად აპირებდა მოხალისედ ჩაწერას. მე მას ვუთხარი: „გივი, დაცხრი; შენ თავად იცი, რომ ომი ხუმრობა არ არის. შენ უკვე 50 წელზე მეტის ხარ. კარგად დაფიქრდი“. გავიდა თვე, მეორე თვე – გივი პერიოდულად მირეკავს და თავისი თხოვნის თაობაზე შემახსენებს. საბოლოოდ, მე დავრწმუნდი მისი განზრახვის სერიოზულობაში.

მოსკოვში გამოჩნდა სერიოზული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარა გივის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხვედრის თვალსაზრისით. ინტერნეტ-კავშირის საშუალებით, გივიმ მიამბო, რომ კეთილმა რუსმა ადამიანებმა, იგი უკვე მოხალისეთა მიღების ცენტრის ზღურბლიდანვე გულში ჩაიხუტეს – „შენ რა, მართლა საქართველოდან ხარ?“ – ეკითხებოდნენ მას პოლიციელები, ცენტრის თანამშრომლები, სამხედროები… დიახ, არის ასეთი მოვლენა – ქართველები რუსეთში მუდამ იპყრობენ ყურადღებას, მუდამ იყო და იქნება უხილავი მიზიდულობა რუსებსა და ქართველებს შორის და, ეს განსაკუთრებული ფენომენია… გივი ბრიანსკის საწვრთნელ ცენტრში მოხვდა, საიდანაც იგი ლუგანსკში გაამწესეს. თუ სწორად მახსოვს, ჩვენი მეგობარი თავიდან რუბეჟნოე-კრემენნაიას მიდამოებში იბრძოდა.

51 წლის ქართველმა თავი ფრონტზე კარგად გამოავლინა და იგი ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის მეთაურად დანიშნეს. ახლა კი გივი შტურმ-რაზმის შემადგენლობაში იბრძვის, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან დივიზიონში შედის – ფრონტის ყველაზე უფრო ცხელ წერტილში, ბახმუტში.

კოლეგებთან ერთად, ვამაყობ ჩვენი თანამემამულის საქციელითა და საბრძოლო მიღწევებით. მიგვაჩნია, რომ გივი ვანიშვილი, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი ხანია, ღირსეულად წარმოადგენს ქართველ ხალხს ჩვენს ძმურ რუსეთში. ვუსურვებთ მას სპეცოპერაციის გამარჯვებით დასრულებას! უფალმა დაიფაროს ჩვენი მეგობარი და ყველა ღირსეული მებრძოლი!

გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარი“-ს დამაარსებელი-

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!