TaoNews.Ge

გიგა ბოკერია – “ჩვენ გვინდა მოლაპარაკება”

გიგა ბოკერია – “ჩვენ გვინდა მოლაპარაკება”

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადება გააკეთა.

“გრძელი და ძალიან რთული შეხვედრა იყო, მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდება.”

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება.

„ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში ძალიან დიდია – ეს არის კარგი, მაგრამ შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!