TaoNews.Ge

ევროპის უსაფრთხოების აშენება მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი-გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი – უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ დგას დღის წესრიგში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა კითხვებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ.

„პრობლემა ის არის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ დგას დღის წესრიგში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
მანამდე გერმანიის პარლამენტში SDPG-ის ფრაქციის ხელმძღვანელმა როლფ მუცენიჩმა გააკრიტიკა ბერლინში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანდრეი მელნიკი, რომელმაც, მისი თქმით, „ყველა საზღვარი გადაკვეთა“.
ცოტა ხნის წინ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს სთხოვა რუსეთისთვის „ულტიმატუმი“ წაეყენებინა.
მელნიკმა ასევე არაერთხელ მოუწოდა გერმანიას მიეწოდებინა კიევისთვის იარაღი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!