TaoNews.Ge

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო 500  ერთეული ტექნიკა განათავსა

გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 სამხედრო ჩაფხუტს აგზავნის

„გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა

„მე მივიღე წერილი უკრაინის საელჩოდან, რომელშიც სამხედრო აღჭურვილობით, უფრო ზუსტად ჩაფხუტებით დახმარებას ითხოვდნენ. ეს არის აღჭურვილობა და არა იარაღი, თუმცა იგი უკრაინელებს მაინც დაეხმარება”, – განაცხადა ლამბრეხტმა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გერმანიის მიერ უკრაინისთვის 5 000 ჩაფხუტის მიწოდებას გამოეხმაურა და აღნიშნულ დახმარებას „ხუმრობა“ უწოდა.

„გერმანიის მთავრობის საქციელზე სიტყვები არ მყოფნის. თავდაცვის სამინისტროს, როგორც ჩანს, არ ესმოდა, რომ ჩვენ იდეალურად აღჭურვილ რუსულ ძალებს ვუპირისპირდებით, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაიწყონ უკრაინაში მორიგი შეჭრა. რა სახის დახმარებას გამოგზავნის გერმანია შემდეგში? ბალიშებს?“, – განაცხადა კლიჩკომ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!