TaoNews.Ge

გერმანია, საფრანგეთი და იტალია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გერმანია, საფრანგეთი და იტალია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებენ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენებით მოსახლეობის აცრა პარასკევიდან განახლდება.

დღეიდან განახლდება ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აიცრება.

ვაქცინის გამოყენებას განაახლებს იტალიაც. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას.

„ასტრაზენეკას“ გამოყენების განახლების შესახებ განაცხადეს კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. ესპანეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენების განახლების საკითხს განიხილავენ.

ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!