TaoNews.Ge

საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი განახევრდა

გერმანია რუსულ ნავთობსა და გაზზე წლის ბოლომდე უარს იტყვის – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„გერმანია აპირებს ზაფხულის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის იმპორტის განახევრებას და წლის ბოლომდე ნულამდე დაყვანას, გადაწყვეტილება ეხება რუსულ ბუნებრივ აირსაც“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს.

„გარკვევით და ცალსახად ვამბობ: დიახ, გერმანიაც მთლიანად შეაჩერებს რუსული ენერგიის იმპორტს. ზაფხულისთვის ნავთობს გავანახევრებთ და წლის ბოლომდე ნულზე დავიყვანთ“, – აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!