TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს.

გერმანიაში “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაშვების მხარდასაჭერად მასობრივი აქცია გაიმართა

დაახლოებით 3500 ადამიანი გამოვიდა კვირას ლუბმინში, ჩრდილოეთ გერმანიაში, ფედერალური მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავებას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონალური გამოცემა nrd.de ავრცელებს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დემონსტრაცია იმართება ლოზუნგით: “იმისათვის, რომ ჩვენს სამშობლოს ჰქონდეს მომავალი – გახსენით “ჩრდილოეთის ნაკადი 2”. მომიტინგეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემთხვევაში, გერმანიაში ენერგორესურსებზე ფასი დაიკლებს.

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მიმღები ტერმინალი სწორედ ლუბმინში მდებარეობს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დემოსტრაცია მშვიდობიანად ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!