TaoNews.Ge

გერმანიას აშშ-სთან ერთიანი სასანქციო პოლიტიკა სურს

გერმანიას აშშ-სთან ერთიანი სასანქციო პოლიტიკა სურს

გერმანია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის დროს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებებისა და სხვა დარღვევების გამო შესაძლო ერთობლივი სანქციების დაწესების შესაძლებლობას გააჩენს, – Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, ტრანსატლანტიკურმა პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად. მან ასევე მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კოორდინირებული მოქმედება არ არსებობდა.

”იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საერთო ტრანსატლანტიკურ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო”, – აღნიშნა მაასმა.

Reuters-ი წერს, რომ ნატო-ს სტანდარტებით გათვალისწინებული თავდაცვის ხარჯების ვალდებულების შეუსრულებლობის, ასევე რუსული გაზის ყიდვის საკითხის გამო, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გერმანიაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან, ევროპული ქვეყნები აღაშფოთა ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს ირანთან გაფორმებული 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დატოვებასა და ჩინური Huawei-ს 5G ქსელში ოპერირების აკრძალვის მიზნით განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!