TaoNews.Ge

გარეჯისა და ნამახვანის საკითხების ერთ სივრცეში მოქცევა არასწორია – საპატრიარქოს განცხადება

გარეჯისა და ნამახვანის საკითხების ერთ სივრცეში მოქცევა არასწორია – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო ნამახვანესსა და დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველას სთხოვს, “ეს ორი საკითხი ერთ სივრცეში არ მოაქციოს”. პრესსამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო საშუალებებით გარკევული მოწოდებები კეთდება 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გარეჯის თემაც გაჟღერდა.

“ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავით გარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ. ის საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული დღესასწაულია, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა კი, გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილისა, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისს მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!