TaoNews.Ge

გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა საქმეში ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს

საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს დედა აისუ აიტპავეა სახალხო დამცველს მიმართავს და სთხოვს, რომ საქმის განხილვაში ჩაერთოს. ოჯახი ქართული მხარისგან ამ დრომდე ითხოვს ბრალდებული მურად მეირბეკოვის ექსტრადირებას და საქართველოში გასამართლებას.

“მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს და ვთხოვო, რომ საქმის განხილვაში ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია, ის ჯერ გააუპატიურეს, გაყიდეს და მერე სასტიკად მოკლეს. მინდა, რომ ყაზახმა და ქართველმა სამართალდამცავებმა სამართალი მაპოვნინონ. ყაზახეთში პოლიციას ორმა ქალმაც მიმართა, რომლებიც ამბობენ, რომ მეირბეკოვი მათაც სთავაზობდა საქართველოში წაყვანას და დასაქმებას, გამოდის, რომ ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს”, –  ამბობს გარდაცვლილის დედა, აისუ აიტპაევა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!