TaoNews.Ge

განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერების და განათლების სამინისტრო ეწოდოს —  დავით ზილფიმიანი

განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერების და განათლების სამინისტრო ეწოდოს — დავით ზილფიმიანი

საქართველოს პარლამენტი დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე მსჯელობს.

“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებაში სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

“უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ, იმიტომ რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. თუ საწინააღმდეგო არ იქნება, მე მგონი ამის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სახელწოდების შეცვლას პარლამენტი მესამე მოსმენით ვერ განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!