TaoNews.Ge

გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება – NDI

გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება – NDI

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. ეს მონაცემი გაზრდილია 2020 წლის დეკემბრის კვლევასთან შედერებით, მაშინ მთავრობის ქმედებებს გამოკითხულთა 60% აფასებდა დადებითად.

კითხვაზე – საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას? პასუხები შემდეგია:

 

  • 68% – კარგად
  • 27 – ცუდად
  • 4%- არ ვიცი

 

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!