TaoNews.Ge

„დროშის დახევა ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება“ – გუბაზ სანიკიძე

„გაკვირვებული ვარ პუტინი ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს“ – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში უკრაინის კრიზისის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინას მხარი უპრეცედენტოდ დაუჭირა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ახლა დაბნეულია.

„დასავლეთის ფიალა აივსო, ის შანტაჟი, რაც იყო უკვე რუსეთის მხრიდან, უკვე აღარ გადის და ბოლო დროინდელ განცხადებებს თუ მოისმენთ პუტინისას, გაკვირვებული ვარ ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, დღეს განსაკუთრებით ისეთი სისულელეები ილაპარაკა, რომ უკვე ნათელია, რომ გამოსავალი მათ აღარ აქვთ. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი უკრაინას მიატოვებდა, მაგრამ დასავლეთში მიხვდნენ ერთ რამეს, რომ თუ უკრაინას მიატოვებდნენ, მაშინ მალე რუსეთი პოლონეთისა და სხვა ქვეყნების მეზობელი ისევ გახდებოდა. პუტინი ისტორიაში შევა როგორც რუსეთი დამაქცევარი“, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!