TaoNews.Ge

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

პანდემიის გამო 2-4 მაისს საფლავებზე გასვლა აკრძალულია. აღნიშნულის გამო საპატრიარქომ მღვდელმთავრებს მიმართა, სასაფლაოები სასულიერო პირებმა 3 მაისს აკურთხონ.

4 მაისის შემდგომ დღეებში აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ საფლავზე გავიდნენ.

არსებული ტრადიციით მოქალაქეები მიცვალებულთა საფლავებზე ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!