TaoNews.Ge

ბორის ჯონსონი – პუტინი ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა – ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა

ბრიტანეთი უკრაინას 2 მილიარდამდე ფუნტ-სტერლინგს გამოუყოფს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად თითქმის 2 მილიარდ ფუნტ-სტერლინგს გამოყოფს.

„გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას პოლიტიკურ თანამშრომლობაზე – თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. იგი წარმატებით მუშაობს, რაც დასტურდება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის 60%-ით ზრდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა პარტნიორობის ყველა სფეროში გაფართოებისკენ მიისწრაფვის.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე. უკრაინის საზღვაო ფლოტის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების გარდა, გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად თითქმის 2 მილიარდ ფუნტს გამოყოფს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!