TaoNews.Ge

ბორის ჯონსონი – პუტინი ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა – ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა

ბორის ჯონსონი – პუტინი უნდა დამარცხდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთზე „მაქსიმალურ ზეწოლას განაგრძობს“. ამის შესახებ BBC იტყობინება.

“გაერთიანებული სამეფოს და მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებები უზრუნველყოფენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი ქმედებების შედეგებს იგრძნობს. ჩვენ ერთ ხმაზე ვლაპარაკობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს”, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონმა ეს განცხადება პოლონეთსა და ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის წინ გააკეთა, სადაც ნატო-ს ლიდერებს შეხვდება და ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს ეწვევა.

მისი თქმით, ორივე ქვეყანა რუსეთის შემოჭრის შედეგად “მწვავე დაზარალდა”.

”ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, რომელთა დაცვაც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. ჰუმანიტარული კრიზისის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპაში იზრდება, რადგან უკრაინელი ლტოლვილები საზღვრების გადაკვეთას განაგრძობენ”, – განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!