TaoNews.Ge

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 783 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  349 098-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 15, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 908, აჭარაში – 328, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 354, აჭარაში – 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 – თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 25, ხოლო აჭარაში – 0.

სულ  6 ოქტომბრიდან – 5 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 824 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 212, პირი, აჭარაში – 2 210, იმერეთში – 1 201.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!