TaoNews.Ge

“ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა”-ისრაელის პრემიერი

“ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაციას ახორციელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სახმელეთო ძალები ღაზის სექტორის საზღვრიდან სატანკო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ. ამასთან, გრძელდება მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებზე.

„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!