TaoNews.Ge

ენტონი ბლინკენი – თუკი რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

ბლინკენი – ცეცხლის შეწყვეტა საშუალებას მისცემს რუსეთს, ახალი თავდასხმისთვის მოემზადოს

უკრაინაში ნაადრევი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და გააცნობიეროს, რომ როდესაც ჩვენ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, კონფლიქტის გაყინვის საუკეთესო განზრახვით, ეს საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას მოიკიდოს ფეხი და მოემზადოს შემდგომი თავდასხმისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას სურს იარაღის გაჩუმება, მაგრამ მანამდე ადვილი გზა არ არის.

“უკრაინელ ხალხზე მეტად არავის სურს მშვიდობა, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!