TaoNews.Ge

ბერა ივანიშვილი: ამ ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელი ჩემს 10-11 წლის გულშემატკივრებზე 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა იყო

,,ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ ამ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ. ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა.“, –  ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ბიძინა ივანიშვილის შვილმა მუსიკოსმა  ბერა ივანიშვილმა განაცხადა.

წყარო-ტელეკომპანია იმედი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!