TaoNews.Ge

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 400 უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ბანგლადეშში, როჰინჯას ტომის ლტოლვილთა ბანაკში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გაეროს წარმომადგენელმა იოჰანეს ვან დერ კლაუმ განაცხადა, “შესაძლოა უგზო-უკვლოდ დაკარგულები დამწვარი შენობების ნანგრევების ქვეშ იყვნენ”.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 560 ადამიანი დაშავდა. 45 ათასმა კი საცხოვრებელი დაკარგა.

ხანძარი როჰინჯას ლტოლვილთა ბანაკში 22 მარტს გაჩნდა. ცეცხლი ხის ქოხებს მალე მოედო და მთელ ბანაკზე გავრცელდა.

ბანგლადეშში როჰინჯას ეთნოსის 1 მილიონამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. როჰინჯა – მიანმარის ეთნიკური უმცირესობაა. ეს ადამიანები 2017 წელს მიანმარიდან გაიქცნენ, სადაც მათი მიზანმიმართული განადგურება ხდებოდა. გაერომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!