TaoNews.Ge

ამერიკაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მწარედ დასცინიან (ვიდეო)

ბაიდენი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას აუკრძალავს

თეთრი სახლისგანცხადებით,  აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აკრძალავს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას ამერიკის მოქალაქეებისთვის.

განცხადების თანახმად, განკარგულებით სანქციები დაუწესდება პირებს, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმის წარმოებას აპირებს. დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა გამოაქვეყნებენ.

თეთრი სახლი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს განკარგულება არ არის იმ მკაცრი ეკონომიკური მექანიზმის ნაწილი, რომელსაც აშშ მის პარტნიორებთან ერთად ამზადებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!