TaoNews.Ge

ბათუმის “დინამო” კონფერენს ლიგის შემდგომ ეტაპზე გავიდა

ბათუმის “დინამო” კონფერენს ლიგის შემდგომ ეტაპზე გავიდა

ბათუმის “დინამომ” კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში გასვლაზე “ბატე” 4:1 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა – საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.
შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს..

ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის “დინამო” თურქეთის “სივასპორს” 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ბორისოვო. „ბორისოვო – არენა“. 7 120 მაყურებელი
ბატე – დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 იაბლონსკი (45+2), 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (59), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90+5)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასიოვი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი, სიგნევიჩი (იუსოვი 63), ნეხაიჩიკი

დინამო (ბთ):კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 90+4), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79), ფლამარიონი (ფანცულაია 79)
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩში ჰაიფას „მაკაბისთან“ სტუმრად 1:5 განადგურდა და ამ სეზონშიც სამარცხვინოდ ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!