TaoNews.Ge

“დავაკავებთ, ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება – შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ”- გომელაური ბადრი ესებუაზე

ბადრი ესებუას 4 წელი მიუსაჯეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე, ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობისთვის, ესებუას აღნიშნული ბრალდება 9 თებერვალს, დაკავების შემდეგ წარედგინა.

პროკურატურა ესებუას „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზეც ედავება, რომელზეც სასამართლო პროცესები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.

სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!