TaoNews.Ge

ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი გაიხსნა

ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი გაიხსნა

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის ცენტრალურ მოედანზე, გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ხელმძღვანლმა პირებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს, მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე გიორგი ბრწყინვალის დამსახურებაზე და ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიება ფოლკლორულმა ანსაბლმა „მესხეთმა“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლომსიამ“ გააფორმეს. გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი პირველია საქართველოში და იგი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ახალციხეში დაიდგა. აღსანიშნავია ძეგლის მხატვრული ღირებულება. იგი თანამედროვე ქართული სკულპტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქანდაკებას ჯერ კიდევ ღირსეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კულტურაში. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სალუქვაძე, ძეგლის ავტორი კახა არუნაშვილი, ქალაქის საზოგადოების, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!