TaoNews.Ge

“ახალი შაბათი შოუს“ მსახიობს და სცენარისტს მცირეწლოვანი შვილი გაურკვეველი მიზეზით გარდაეცვალა

“ახალი შაბათი შოუს“ მსახიობს და სცენარისტს მცირეწლოვანი შვილი გაურკვეველი მიზეზით გარდაეცვალა

“ახალი შაბათის შოუ”-ს შემოქმედებითი ჯგუფი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ დღეს, გადაცემა ეთერში არ გავა, რადგან ამ გადაცემის მსახიობსა და სცენარისტს ირაკლი ბასილაძეს მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა.

 “გაცნობებთ რომ დღეს გადაცემა ეთერში ვერ გავა. მიზეზი, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც ჩვენს მსახიობ და სცენარისტ ირაკლი ბასილაძეს შეემთხვა!მოულოდნელად გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი შვილი! პატარა სანდროსაც, არაერთხელ მიუღია სკეტჩებში მონაწილეობა! მთელი ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას!” – აღნიშნავენ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მსახიობი 10 წლის იყო. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!