TaoNews.Ge

ახალი სახელმწიფო პროგრამა! ნახეთ, რა თანხას გადაგიხდით საქართველო თუ სამშობლოში დაბრუნდებით

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა გასცემს 4000 ლარის გრანტებს  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოებისთვის და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

პროექტები დაფინანსდება რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებითაც. ასეთ შემთხვევაში, პროექტის დაფინანსებისთვის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო ინიციატივებისა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მიმართულებით.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 4 აპრილის ჩათვლით სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, ან სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: info@idp.gov.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!