TaoNews.Ge

აჭარაში 100-მე ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

აჭარაში 100-მე ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გონიოში მცხოვრები 100 -მდე ოჯახი წლების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც, აქციის მონაწილეები აცხადებენ, წინა ხელისუფლების დროს მათ ეს მიწის ნაკვეთები ჯერ დაუკანონეს, შემდეგ კი ჩამოართვეს.

მათივე განცხადებით, 2012 წლიდან “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ მუდმივად პირდებოდა მათ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას, თუმცა დღემდე უშედეგოდ ელოდებიან დანაპირების შესრულებას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღიარების კომისიამ დაუბრუნა მათ ეს მიწის ნაკვეთები, თუმცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფერხებს ამ კანონიერების აღსრულებას. ქონდათ არაერთი შეხვედრა მინისტრთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!