TaoNews.Ge

” წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ” – თენგიზ ცერცვაძე

აცრილთა რაოდენობა დაბალია… ვაქცინაცია დავიწყეთ ძალიან გვიან – ცერცვაძე

აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია, რადგან დავიწყეთ ძალიან გვიან, დავიწყეთ 15 მარტს, თან არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველაზე უარესი იყო მოსახლეობის სკეპტიციზმი და მიუღებლობა ვაქცინაციის, რაც გააღრმავა პირველივე დღეებში ფატალურმა შემთხვევამ. იმის შემდეგ აცრილია 180 000 ადამიანი და არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამან თავისი როლი ითამაშა, სკეპტიციზმი იკლებს, ყველაფერი მიდის წინ ვაქცინაციის საკითხში. წინ მიდის ვაქცინაციის ქსელიც, იყო 80 პუნქტი, ახლა არის 130 და მალე იქნება 250 პუნქტი. ყველგან არის რეანიმაციის სამსახური თუ ეს საჭირო იქნება”.ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!