TaoNews.Ge

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 97 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 97 525 და გარდაცვალების 5 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ფატალური შემთხვევებიდან 2 400-ზე მეტი ოჰაიოს შტატზე მოდის, რომლის სამედიცინო დეპარტამენტმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ შტატში კოვიდ 19-სგან დაღუპულების შესახებ ოფიციალურ მონაცემებში უზუსტობაა და ცდომილება, სავარაუდოდ, 4 000-მდე შემთხვევას აღწევს. ეს რაოდენობა, მათი განმარტებით, მომავალი დღეების სტატისტიკაში აისახება.
აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, ინფიცირების 27 490 037 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 480 767-ია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 69 014 725 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 48 410 558 დოზაა გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!