TaoNews.Ge

აშშ შავ ზღვაში ძალის დემონსტრირების მიზნით საბრძოლო გემების გაგზავნას განიხილავს

აშშ შავ ზღვაში ძალის დემონსტრირების მიზნით საბრძოლო გემების გაგზავნას განიხილავს

 უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საპასუხოდ აშშ შავ ზღვაში ძალის დემონსტრირების მიზნით საბრძოლო გემების გაგზავნას განიხილავს.  საუაბრია 4 სარაკეტო ნაღმოსანზე.
თუ თეთრ სახლში ეს გადაწყვეტილება მიიღეს, აშშ მონტრეს კონვენციის საფუძველზე ვალდებულია თურქეთს 14 დღით ადრე აცნობოს, რომ მის გემებს ბოსფორის სრუტის გადაკვეთა სურთ. ინფორმირებულია თუ არა თურქული მხარე ამის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ის ამჟამინდელი პოზიცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზებაზე შემდეგია: ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან მასშტაბურ წვრთნებს ატარებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ”რუსეთს ახლა უფრო მეტი ჯარი ჰყავს უკრაინის საზღვართან, ვიდრე 2014 წლის ნებისმიერ დროს”, რის გამოც აშშ რუსეთს სასწრაფო დეესკალაციისაკენ და ჯარების საზღვრიდან გაყვანისაკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!