TaoNews.Ge

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იტალიაში ლგბტ თემის მხარდასაჭერ ღონისძიებაში მონაწილეობდა

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ეწვია

2022 წლის 20 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ქალბატონი კელი დეგნანი ეწვია მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს.

მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ელჩ დეგნანს.

აშშ-ს ელჩმა მიტროპოლიტ გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმიდა ვლადიმერის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება.

შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორისადმი აშშ-ს საელჩოს ღრმა პატივისცემა. საუბრისას, ასევე, ორმხრივად აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების საქმეში.

ელჩმა დეგნანმა ინტერესი გამოხატა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მიმართ.

მიტროპოლიტი გრიგოლი საუბრისას შეეხო განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებს, რაც დღევანდელობაში ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

დასასრულს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს სტუმრობისთვის.

თავის მხრივ ელჩმა დეგნანმა მადლიერება გამოთქვა ფოთის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გულთბილი მიღებისთვის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!