TaoNews.Ge

აშშ-მა ვაქცინაციის 100-მილიონიან ნიშნულს მიაღწია

აშშ-მა ვაქცინაციის 100-მილიონიან ნიშნულს მიაღწია

სიენენი“მიერ გავრცელებული ინფორაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაქცინაციის 100-მილიონიან ნიშნულს მიაღწია.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაპირება, თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარებიდან პირველ 100 დღეში სულ მცირე 100 მილიონი დოზა ვაქცინა გამოეყენებინათ, ვადაზე ადრე, გაპრეზიდენტებიდან 58 დღეში განახორციელეს.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 115 730 730 დოზა იქნა გამოყენებული. შედეგად, სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს 75 მილიონამდე ადამიანს. მათ შორის, სრულად არის აცრილი 41 მილიონი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!