TaoNews.Ge

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა – სიაშია თვითმფრინავებიც, რომლებსაც ლუკაშენკო იყენებს

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა – სიაშია თვითმფრინავებიც, რომლებსაც ლუკაშენკო იყენებს

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, – ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სანქცირებულთა სიაშია “belaz”-ის დირექტორი სერგი ნიკიფოროვიჩი, “maz”-ის ხელმძღვანელი ვალერი ივანკოვიჩი და ბელარუსის ცენტრალური კომიტეტის 7 წევრი. სანქციები ასევე დაწესდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გამოყენებული თვითმფრინავის წინააღმდეგ.

“ლუკაშენკოს აქვს ექსკლუზიური წვდომა ew-001pa-ზე და სხვა ძვირადღირებულ თვითმფრინავებზე , რომლებსაც იყენებს პირადი მოგზაურობისთვის” – წერია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!