TaoNews.Ge

აშშ-ის საელჩო გარდაცვლილი ექთნის ოჯახს უსამძიმრებს

აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს, საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს. რეზოლუცია სენატში ერთხმად მიიღო.

უფრო კონკრეტულად დოკუმენტში სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარონ საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო, რამაც გამოიწვია „ურიცხვი რაოდენობის უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სიკვდილი“.

ასეთივე რეზოლუცია განსახილველად კონგრესსაც წარედგინა. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს სპიკერი ნენსი პელოსი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონგრესმენებს რეზოლუციის მიღება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გარეშე არ შეუძლიათ.

მოცემული მომენტისთვის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა სიაში ამერიკას სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა აქვს შეყვანილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!