TaoNews.Ge

აქციაზე იყო ქსენოფობიის შემცველი გზავნილები და ქარტიის განცხადება მედიისთვის იყო – ზვიად ქორიძე

აქციაზე იყო ქსენოფობიის შემცველი გზავნილები და ქარტიის განცხადება მედიისთვის იყო – ზვიად ქორიძე

ქუთაისში გამართული „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ აქციაზე  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიასაშუალებებს განცხადებით მიმართა, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია. მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართონ პირდაპირი ეთერი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებისა და მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

მათი შეფასებით, აქციაზე მსგავსი ხასიათის განცხადებები არ ყოფილა და ბუნდოვანია, რას ეყრდნობა ქარტიის მიმართვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ზვიად ქორიძის განმარტებით, აქციაზე გამომსვლელთა შორის იყო ქსენოფობიური ხასიათის განცხადებები და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ქარტიამ განცხადების გავრცელება და მედიისთვის მიმართვა საჭიროდ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!