TaoNews.Ge

ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია – ომბუდსმენი ნამოხვანზე

“არ მიმაჩნია სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად, პირველ რიგში პარტიის თავმჯდომარე”-ლომჯარია კობახიძეზე

არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია TV პირველის ეთერში საუბრობს.

ამბობს, რომ ის 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდანაც, თუმცა ახლა მმართველი პარტიის მხრიდან შეტევა კიდევ უფრო მეტად საშიშია.

“აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო.

თავიდან ამ ყველაფერს არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად. მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.

თუმცა, ამას ჰქონდა ძალიან დამაშინებელი ეფექტი ჯგუფის წევრი ექიმების მიმართ, იმიტომ, რომ ეს მათთვის იყო მოულოდნელი და ახალი რეალობა. ისინი არ არის შეჩვეულები მსგავს რამეს. უცებ აღმოაჩინეს, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო დაემუქრნენ”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!