TaoNews.Ge

პანდემიის მეორე წელი შესაძლოა გაცილებით მომაკვდინებელი აღმოჩნდეს – ჯანმო

„არ იფიქროთ, რომ კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება“ – ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ „ომიკრონის“ ტალღის კორონავირუსის დასასრულის მაუწყებლად ჩათვლა ძალიან სახიფათოა.

მისივე თქმით, გლობალურად ახალი შტამების გაჩენისთვის ახლა იდეალური პირობებია.

„საშიშია იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ იქნება ბოლო ვარიანტი და რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. პირიქით, გლობალურად იდეალური პირობებია მეტი ვარიანტების გაჩენისთვის. კორონავირუსის პანდემია უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს და ჩვენ ახლა კრიტიკულ ეტაპზე ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პანდემიის მწვავე ფაზის დასასრულებლად და არ უნდა დავუშვათ, რომ საშიშროება უგულებელყოფილი იყოს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!