TaoNews.Ge

არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან – დავით არახამია

არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან – დავით არახამია

„ეს არის საქართველოს პასუხი? – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ როცა რუსეთი თავს გვესხმის?!“- ასე ეხმაურება უკრაინის რადის დეპუტატის, დავით არახამია ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს მოიპოვოს საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომში.

„გამარჯობა, მინდა მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები და ბარიერები მოხსნა ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ. იმისთვის რომ მოიპოვოს საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომში.

მე მინდა, ყველა ქართველს ვუთხრა, მე თავად ქართველი ვარ. როცა რუსეთი საქართველოს ვერაგულად დაესხა თავს, უკრაინამ მაშინვე, ყველანაირი საკუთარი ეკონომიკური დანაკარგების მიუხედავად, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინა – მიაწოდა სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ინსტრუქტორები იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მეგობარი ქვეყნისთვის, ძმა ერისთვის.

ეს არის საქართველოს პასუხი? – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ როცა რუსეთი თავს გვესხმის?! გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე მჯერა თქვენი, გაარკვიეთ საქმე თქვენს მთავრობასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან

მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში, ხელისუფლებაში ვარ და დღეს ნამდვილად მრცხვენია”.- ამბობს არახამია.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთზე დაკისრებული სანქციების შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტის მიწოდების ნებართვის მიცემა სურს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!