TaoNews.Ge

გურია, იმერეთი და თბილისი – სამი რეგიონი,რომელიც შესაძლოა  წითელ ზონად ჩამოყალიბდეს- მინისტრის განცხადება

„არ გამოვრიცხავ, ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო  ჯერჯერობით ვერ იქნება.

მისი თქმით, ადამიანების ასაცრელად სწორი კომუნიკაციაც საკმარისი იქნება.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს რესურსი, რომ სწორი კომუნიკაციით წავახალისოთ და მივიყვანოთ ადამიანები ამცრელ პუნქტებში.

ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამოიწუროს კომუნიკაციის ყველა არხი და ამის შემდეგ მოხდება განხილვა იმის უნდა გახდეს თუ არა ვაქცინა სავალდებულო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!