TaoNews.Ge

არ არსებობს ადამიანი, ვისაც იმის მეასედი აქვს გაკეთებული, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს – ხაბეიშვილი

არ არსებობს ადამიანი, ვისაც იმის მეასედი აქვს გაკეთებული, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს – ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიმართა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას  რომლის ყრილობაც დღეს შედგა. ხაბეიშვილმა ყრილობაზე მყოფებს მოუწოდა, არ აყვნენ რუსულ პროპაგანდას, რომელიც მათ დაპირისპირებას ცდილობს.

„მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს – პროპაგანდა არ მოგერიოთ. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას, ბარიერის გაჩენას ჩემსა და თქვენს შორის. არ დაგაჯეროთ არავინ, არ არსებობს მეორე უფრო ძლიერი ევროპული პარტია საქართველოში, როგორიც არის ნაციონალური მოძრობა. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც იმის მეასედი აქვს გაკეთებული, რაც ამ პარტიის დამფუძნებელს, პრეზიდენტ სააკაშვილს . მისი იდეა იყო მეტი ახალგაზრდა ხელისუფლებაში და ნაციონალური მოძრაობა ამას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა იყოს წარმატებული და ევროპული”, – მიმართა ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!