TaoNews.Ge

არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებისთვის მამინაცვალი დააკავეს

არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებისთვის მამინაცვალი დააკავეს

გურიის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ოზურგეთში ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!