TaoNews.Ge

“ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო”- წულუკიანი გახარიას დაბრუნებაზე

“ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო”- წულუკიანი გახარიას დაბრუნებაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებზე კომენტარი გააკეთა და  განაცხადა ,რომ თუ გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის ოპოზიცია იქნება. წულუკიანს იმედი აქვს, რომ ასე არ მოხდება.

„ბევრი ამბობდა, მათ შორის მედიასივრცეში, სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ის დაბრუნდება, ის ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში და ა.შ. რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი.

ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა, ამას ვიტყვი.

თუ შემობრუნდა, და როგორც ჩანს, ეს მას გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება,“ – აღნიშნავს წულუკიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!