TaoNews.Ge

ამ დროისათვის საქართველოში 1 143 პირია აცრილი

ჯანდაცვის  მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4456 სამედიცინო პერსონალმა და უკვე აცრილია 1143 პირი.

ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!